სპეციალურმა საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რათა ლაშა ჟღენტის დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას და საქმეში არსებულ მასალებს არ მიეცეს დამახინჯებული ინტერპრეტირება და არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება გაასაჯაროოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ლაშა ჟღენტის დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერი.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებები, არ იძლევა სამართალდამცავების მხილების და მათი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყველაფერს გააკეთებს ლაშა ჟღენტის უფლებების და ინტერესების დასაცავად, რა მიზნითაც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რათა საქმეზე ობიექტური სურათის შექმნით შესაძლებელი გახდეს საბოლოო სამართლიანი და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. თუკი საქმეზე მოპოვებული იქნება რომელიმე სამართალდამცავის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, უწყება შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს." - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.