სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წელთან მიმართებით გაზრდილია.

ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზანსა და მისიას სწორედ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 მარტს საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშში, მათ შორის, ასახულია  სამართალდამცავების, საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის და ძალადობრივი დანაშაულების გამოვლენის და გახსნის მაჩვენებელი, რომელიც მოიცავს, როგორც პროკურატურის მიერ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, ასევე განრიდებას და საქმის შეწყვეტას.

კერძოდ, 2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ზემოხსენებული კატეგორიის დანაშაულზე გამოძიება სულ 291 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო 81 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია - 28%. 

2023 წელს გამოძიება სულ 336 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, ხოლო 118 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა, გახსნის პროცენტული მაჩვენებელია - 35%.

 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2023 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე:

https://sis.gov.ge/Statistics-and-reports?rec_id=20