ოფიციალური ინფორმაციით, 16 ივნისს სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანდა. აღდგენით სამუშაოების ამ დრომდე მიმდინარეობს. თბილისში ასობით აბონენტს წყალი არ მიეწოდება ან გრაფიკით აქვს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით დაიწყო,რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს
ცნობისთვის, კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 6 დღეში დასრულდება
მაგისტრალური მილსადენი დაზიანდა 16 ივნისს, რის შესახებაც ინფორმაცია კომპანიამ ქსელზე დამონტაჟებული სენსორების მეშვეობით მომენტალურად მიიღო.
ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა ჯივიპის ტექნიკური ჯგუფების მობილიზება, თუმცა პირველივე ეტაპზე გამოიკვეთა, რომ დაზიანების მონაკვეთზე სამუშაოების განხორციელება შეუძლებელი იყო ტერიტორიის მეწყრული პროცესების გამო. შესაბამისად დაიგეგმა მილის დაზიანებულ მონაკვეთამდე მისასვლელი ალტერნატიული სამუშაოები, რაც გულისხმობდა მძიმე ტექნიკის მობილიზებას, სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მეწყრული ფერდის დატერასების დაწყებას.
17 ივნისს, 11 საათზე დაიწყო მეწყრული ფერდის, კერძოდ 487,200 მ3 მასის მოხსნის სამუშაოები.
18 ივნისს პროცესების მიმდინარეობის პარალელურად შეფასდა სამუშაოების ხანგრძლივობა და მეწყრული ფერდის სრულად მოხსნისა და მილის დაზიანებული მონაკვეთის შესაკეთებლად განისაზღვრა 18 ივნისიდან 7 კალენდარული დღე.