კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, პოლიციელ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ბრალდებულ საბა სხვიტარიძეს  ბრალი გადაუკვალიფიცირდა.

 შუამდგომბლობა პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე დააყენა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. 

საბა სხვიტარიძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და  7-დან 11 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 6 თვიდან 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. 

"პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით, ვინაიდან, ბრალდებულმა შესაძლოა უტყუარად ვერ გაიგო პოლიციელების განცხადება მათ სამსახურებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, შესაბამისად ვიხელმძღვანელეთ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით და მივიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე." - განაცხადა სახელმწიფო ბრალმდებელმა  როინ ხინთიბიძემ.

სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებით საბა სხვიტარიძეს პოლიციელზე თავდასხმის ნაწილი სრულიად გაუუქმდა.

მისმა ადვოკატმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სხვიტარიძის პატიმრობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.