საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,04572 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ამფეტამინს“ და 83,18 გრ. „გამომშრალ მარიხუანას“, რაც რეალიზაციის მიზნით რამდენიმე შეკვრად დააფასოვა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მეოთხე ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.