საპატრულო პოლიციამ პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა
რა მუხლით არის დაკავებული ნიკა მელია, ადმინისტრაციული წესით თუ სისხლის სამართლის კოდექსით, შსს-ს თანამშრომლებს მედიისთვის არ განუმარტავთ. რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
ნიკა მელია გლდანის რაიონში დააკავეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ბაჩო დოლიძე
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში, ენმ-ის დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ დეპუტატი ნაცემია. გავრცელებული ინფორმაციით, მას თავს დაესხნენ "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, კოტე ზარნაძის გარემოცვა. თავდასხმა გლდანში, პირველი მიკრორაიონის ტერიტორიაზე მოხდა.
დღეს, კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა რომ მას თავს დაესხნენ.
მისი თქმით, გუშინ მანქანით მგზავრობისას მას გვერდით ამოუდგა ორი ავტომობილი, რომლებში მსხდომმა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„მაქვს მანქანის ნომერიც, ფერიც. ისინი გადმოხტნენ თავიანთი მანქანიდან და ჩემს ავტომობილს დააკრეს სტიკერები, რომლებზეც სალანძღავი სიტყვები ეწერა. ეს სამოქალაქო დაპირისპირების მცდელობაა“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
„აქეთკენ მიდიხართ? ქვეყანა არეულობამდე გინდათ მიიყვანოთ? სამოქალაქო დაპირისპირება გინდათ მიიღოთ? ეს არის თქვენი მიმართულება? ცეცხლს ეთამაშებით, არავინ არაფრის დათმობას არ აპირებს, იცოდეთ“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.
პ.ს. რა გახდა დაკავების მიზეზი, უფრო მეტ დეტალს "აიპრესი" ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.