პარლამენტთან ნაცმოძრაობის წევრები მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს
 
 

ასევე, არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები იმყოფებიან კლინიკა "ჰელსიკორში," სადაც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღე გაავრცელა განცხადება, რომ  თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირების მცდელობას გულისხმობს