ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტი რუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ - კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის შესახებ :ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

რუსული კალკი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია არ/ვერ გაიწვევა განცხადებით.პარლამენტის რეგლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევას. მუხლი 101.3. ციტირებულია ქვემოთ.რა უნდა მოხდეს:ვენეციის კომისიიდან გამოიწვიონ ორივე კანონპროექტირუსული კალკი სასწრაფოდ დააყენონ საკომიტეტო/პლენარულ კენჭისყრაზე და წინააღმდეგ მისცენ ხმა, ჩააგდონ.აი ეს იქნება რეალური უარი რუსულ კალკზე და საჭირო არ არის შეხვედრა-განხილვები.სხვა შემთხვევაში ა!რჩეულები იგებენ დროს, გადააგორებენ პროტესტს და ზაფხულის პირს საბოლოოდ მიიღებენ#ამხილე #საქართველოევროპაა #ივნისისთაობაკანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე. - წერს ლევან ალაფიშვილი.

"ქართული ოცნება": ყოველგვარი დათქმის გარეშე გადავწყვიტეთ გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი