გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ძველი თბილისის რაიონულმა პროკურორებმა „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პროკურორებმა შეხვედრაზე ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადრეული ქორწინების, სქესობრივი დანაშაულებისა და ფემიციდის საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროცესს და ამ მხრივ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ფემიციდის დანაშაულების პრევენციის მიზნით.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“, აშშ-ის საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება.