"დიდი და ლეგენდარული ჩარლი კირკი  გარდაიცვალა“, - დაწერა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე.

აშშ-ში, დონალდ ტრამპის მომხრე ცნობილ ბლოგერს, ჩარლი კირკს საჯარო ღონისძიების დროს ესროლეს. 

აშშ-ში, დონალდ ტრამპის მომხრე ცნობილ ბლოგერს, ჩარლი კირკს საჯარო ღონისძიების დროს დროს ესროლეს. 

პრეზიდენტმა ტრამპმა და ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა საზოგადოებას მოუწოდეს ჩარლი კირკის გამო ილოცონ.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ჩარლი კირკი, ამერიკელი კონსერვატორი ბლოგერია, რომელსაც ახალგაზრდა თაობაში უამრავი მომხრე ჰყავს. მას იუტას შტატში, ველი სტეიტ უნივერსიტეტის კამპუსში გამართული საჯარო ღონისძიების დროს ესროლეს.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ცნობილ ბლოგერს ცეცხლნასროლი ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს. ღონისძიებაზე მყოფმა, იუტას ყოფილმა კონგრესმენმა, ჯეისონ ჩაფეცმა Fox News-ს განუცხადა, რომ ჩარლი კირკი აუდიტორიის კითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ესროლეს.

“პირველი კითხვა რელიგიას ეხებოდა. ის დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში საუბრობდა. საინტერესოა, რომ მეორე კითხვა ტრანსგენდერ მსროლელებს ეხებოდა, რომლებიც უამრავ ადამიანს კლავენ და სანამ ის ამ კითხვას პასუხობდა, გასროლა გაისმა.

იმ მომენტში, ჩარლის ვუყურებდი, ვერ ვიტყვი, რომ სისხლი დავინახე, ვერ ვიტყვი, რომ დავუნახე როგორ ესროლეს, მაგრამ როგორც კი გასროლა გაისმა, ის უკან გადავარდა. ბევრმა ადამიანმა ყვირილი და სირბილი დაიწყო“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.