აქტივისტ ნანა სანდერს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წარუდგინა, რაც  ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 ნანა სანდერი (Nanu Nana Sander) დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს დააკავა. 

"ნანა სანდერს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა დაკავებული ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს."  - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.