მომსახურების სააგენტოს განცხადებით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 აგვისტომდე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი, მათ შორის, კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალისტიკური შემოწმების ჩატარების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2024 წლის 1 მაისი.
მათივე ცნობით, ეს პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 1272.