ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.
პირველადი ინფორმაციით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი ავტომანქანით ორ ქვეითს დაეჯახა. შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავებული ქალი ზუგდიდის "რესპუბლიკურ საავადმყოფოში" გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.
როგორც "აიპრესს" უწყებაში განუცხადეს გამოძიება 276 მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.