ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, ტრადიციულად, სააღდგომოდ, 550-მდე ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცა.
სადღესასწაულო კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მარტოხელა მშობლებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადაეცათ,
სასაჩუქრე კალათა 16 დასახლების სხვადასხვა საჭირო პროდუქტს მოიცავს.
კალათების გადაცემის პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა ადგილზე გაეცნენ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროდუქტებისთვის 43 000 ლარი გამოიყო.