საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტში ოთხ საბავშვო ბაღს აშენებს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სოფელ ძირულაში, ფუთში, ალავერდსა და ცხენთაროში შენდება. ახალი საბავშვო ბაღის შენობები 50 ბავშვზეა გათვლილი.  სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარების ხელშეწყობისა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, შიდა და გარე სივრცეები, ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.  სამშენებლო სამუშაოები ძირულის საბავშვო ბაღში მუნიციპალიტეტის მერმა - ვასილ გველესიანმა ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.  ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაღის აღსაზრდელები სკოლამდელ განათლების მიღებას საკუთარ დასახლებებში, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ შენობებში შეძლებენ.