25 ინდივიდუალური პროექტი - "ინტერპრეტირებული ცენტრი შორაპანი" თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის არქიტექტურული ფაკულტეტის მე - 3 კურსის სტუდენტებმა წარმოადგინეს.  

პრეზენტაცია დაბა შორაპნის რკინიგზის სადგურის ყოფილ შენობაში გაიმართა და მას მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე, მერის მოადგილეები - გიორგი ჯუღელი და მალხაზ შერგელაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, GIZ - ის წარმომადგენლები, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.  პროექტი ურბანული განახლების კომპონენტის ფარგლებში პოსტ- ინდუსტრიულ ქალაქებში განვითარების პოტენციალის მქონე ლოკაციების ( მაგ. ფუნქცია დაკარგული შენობები ან სივრცეები, საბჭოთა პერიოდში ან მანამდე აშენებული კულტურულად მნიშვნელოვანი ობიექტები) გამოვლენას ითვალისწინებს. პრზენტაციაზე წარმოდგენილი 25 ინდივიდუალური პროექტი უსასყიდლოდ გადაეცა მუნიციპალიტეტს.  "ინტერპრეტაციული ცენტრი შორაპანი"ხორციელდება "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის (EU4ITD) - ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL)" - პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით.