წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე წყალტუბოსთან დამეგობრებული ქალაქის შილუტეს(ლიეტუვა) საკრებულოს დეპუტატს ედუარდ ჟურჟონეს შეხვდა.
შეხვედრაზე ტურიზმისა და კულტურის სფეროებში მომავალი თანამშრომლობის საკითხებსა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს