წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე და მერის მოადგილე გია კვასტიანი წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მრწვთნელებს შეხვდნენ, ღირსეული შედეგები მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.
ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი ჯაბა ტყეშელაშვილი, ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში ქრისტინე ჟორჟოლიანი და ჭაბუკთა ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სამბოში ლუკა შვანგირაძე მიღწევების მიხედვით განსაკუთრებულად გამორჩეული სპორტსმენები არიან. შეხვედრას ესწრებოდნენ „სპორტული კლუბების გაერთიანების“ უფროსი ირაკლი კუჭავა, მწვრთნელები - ტარიელ გველესიანი და გურამ მამიაშვილი. მწვრთნელებმა მომავალი შეჯიბრებების შესახებ ისაუბრეს და მოსალოდნელ შედეგებზეც იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა მწვრთნელებს გაწეული შრომისთვის და წარმატებები უსურვა.