ზოგადად არ არის ეს პირველი ამნისტია და ყოველი ამნისტია არის მისასალმებელი, იმიტომ, რომ რესოციალიზაცია არის სასჯელის უმთავრესი მიზანი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
ანანიძის თქმით, პატიმრები და მათთან დაკავშირებული ადამიანები, ოპოზიციას არასდროს მისცემენ ხმას, მათ მიერ შექმნილი არაადამიანური პენიტენციური სისტემის გამო, ამიტომაც ამნისტია არ არის საარჩევნო სვლა.
„ზოგადად არ არის ეს პირველი ამნისტია და ყოველი ამნისტია არის მისასალმებელი, იმიტომ, რომ რესოციალიზაცია არის სასჯელის უმთავრესი მიზანი. არ მგონია, ოდესმე პატიმარს ან პატიმრის ოჯახს გაუჩნდეს სურვილი დაუჭიროს მხარი ჩვენს ოპონენტებს იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იცის და ყველა ანგარიშში ხვდებოდა რა ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულება იყო, რომელიც როგორც მორალური, ასევე ფიზიკური თვალსაზრისით ანადგურებდა თითოეულ პატიმარს. ამიტომ ამ ტიპის პოლიტიკური შეფასება, რომ ეს არჩევნებს უკავშირდება, ვერ დავეთანხმები და პირიქით შემიძლია კონტრარგუმენტებით უარვყო“, - განაცხადა ცოტნე ანანიძემ.