წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია მოსახლეობას მოუწოდებს არ დაანთონ ცეცხლი ისეთ ადგილებში, რომლის კერაც შესაძლოა ხანძრის გავრცელებისთვის საშიში იყოს. 

"ნუ დაანთებთ ცეცხლს!
ნუ დაანთებთ.
ამ წუთისთვის ფოცხო- ეწერში ანძა დაიწვა( მიმდებარედ დენი გაითიშა). ჯვარში საცხოვრებელი სახლი. კანთში და ლეხარჩილეში ხანძარია.
მუნიციპალიტეტს გააჩნია ორი სახანძრო მანქანა. 
მოქალაქეობრივი შეგნების მიღმა არის კანონი.
ეს ქმედება დასჯადია.
პ.ს გაითვალისწინეთ,   რომ მარტვილშიც ხანძარია.
წალენჯიხაში ძლიერი ქარია, რაც ხელს უწყობს ცეცხლის გავრცობას
მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.
ამ წუთებში დარჩენილია ხანძრის ორი კერა ჯგალში კანთი და ლესალე. მიმდინარეობს ცეცხლის ლიკვიდაცია" - წერს თამარ ბელქანია.