დაბა სურამში, მიმდინარეობს კაკალათხევის გზის რეაბილიტაცია.
„კაკალათხევის დასახლებაში შიდა საუბნო გზა ეწყობა. მიმდინარეობს ასევე სანიაღვრეების მშენებლობა. მოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობებს, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.“ -აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე ზვიად ქურდაძე და ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი, მათი განმარტებით, პროექტი 447 000 ლარის ღირებულებისაა და მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.