აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად  ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2025“  დაათვალიერა.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა კომპანია Expo Batumi-ის ორგანიზებით იმართება. მასში  ტურიზმის სფეროს 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.