,,დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს გუნდს პარტია ,,ქართულ ოცნებას" საზოგადოებაში აქვს ძალიან დიდი ნდობა. ეს ნდობა იქნება აუცილებლად გამართლებული, ყოველდღიურად, თითოეულ მუნიციპალიტეტში მაქსიმალური შრომით“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ბათუმის შტაბში საარჩევნო შედეგების გამოცხადებისას.
სულხან თამაზაშვილმა თითოეულ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებსა და უკვე არჩეულ მერებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს არის გამარჯვება ხალხის, რომელმაც დღეს არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და ღირსეულ მომავალზე.
,,მინდა ყველას მოგილოცოთ საერთო გამარჯვება. როგორც მოგეხსენებათ, რეგიონში ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობენ. მე მინდა კანდიდატებს მივულოცო, ხოლო მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გუნდის გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ეს არის გამარჯვება ხალხის, რომელმაც დღეს არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და ღირსეულ მომავალზე. დღევანდელი დღით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს გუნდს, პარტია ,,ქართულ ოცნებას", საზოგადოებაში აქვს ძალიან დიდი ნდობა. ეს ნდობა იქნება აუცილებლად გამართლებული, ყოველდღიურად, თითოეულ მუნიციპალიტეტში მაქსიმალური შრომით. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის წევრებს და საზოგადოებას აქტივობისთვის. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას" - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა
შედეგების მიხედვით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.