ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების 88-ე საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ  ხარისხიანი და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების სისტემის უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

2025 წელს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაასრულა. მათ შორის 100-მდე წარჩინებული კურსდამთავრებული სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა.

სტუდენტებს სწავლის დასრულება უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.