ადგილობრივი ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებითა და მუნიციპალიტეტის მერის მხარდაჭერით, პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ემზარი კუჭუაშვილთან და სოფლის წარმომადგენელთან ერთად სამუშაოები ადგილზე მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას 2025 წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, გასართობი, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც აქტიურად გაგრძელდება.