სსიპ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ნაკაშიძეებისა (ქედა) და გორჯელაძეების (ქობულეთი) საცხოვრებელ სახლებს სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ გენერალური დირექტორის 2025 წლის 30 იანვრის №02/5 ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ნაკაშიძეების სახლი XIX საუკუნის პირველი ნახევრით, ხოლო გორჯელაძეების სახლი 1890-1910 წლებით თარიღდება და ტრადიციული ქართული ხალხური არქიტექტურის საინტერესო ელემენტებს შეიცავენ.