შიდა ტურიზმის მასტიმულირებელი კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დასასრულს უახლოვდება. ამ ეტაპზე, სოციალურ ქსელებში აჭარაში მოგზაურობის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს 50 მილიონზე მეტი წვდომა აქვს.

კამპანიის ფარგლებში, ქართველი ინფლუენსერები, ფოტოგრაფები და ბლოგერები რეგიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებებსა და რეკომენდაციებს გამომწერებს აქტიურად უზიარებენ. კამპანია „გამომყევი აჭარაში“, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით აგვისტოში დაიწყო 15 ოქტომბერს დასრულდება.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შედეგებს ოქტომბრის ბოლომდე შეაჯამებს და გამოავლენს გამარჯვებულებს. კამპანიის მთავარ პრიზს 100, 000 ლარმოიგებს, ის მონაწილე, რომელიც კამპანიის პერიოდში აჭარაზე გამოქვეყნებული პოსტებით, ვიდეოებითა და რილსებით დააგროვებსმაქსიმალურ წვდომას, რაც ჯამში უნდა აღემატებოდეს10 მილიონ წვდომას (Reach). გამარჯვებულის შემდეგ მაქსიმალური წვდომების მქონე ხუთეულს კი 20,000 – 20,000 ლარის მოგების საშუალება ექნება. კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება ოქტომბრის ბოლო კვირას გაიმართება.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა დაქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით დაიწყო.პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევდა ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირებულიყოპროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაეზირებინა გამომწერებისთვის, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დაეგროვებინამაქსიმალური წვდომა და მოეგო კამპანიის მთავარი პრიზები.