პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში, ბენეფიციარებს ხანდაზმულთა დღე მიულოცეს.

,,ვულოცავთ ყველა მხცოვანი ასაკის მოქალაქეს, ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიბრძნით და სიყვარულით მდიდარ ადამიანებს, რომელთაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა, სითბო და თანადგომა სჭირდებათ. ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და საჭირო სერვისებით მათი უზრუნველყოფა, ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" - აღნიშნეს შეხვედრისას სენაკის მერმა და მერის მოადგილემ.

1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მას საქართველო 2006 წლიდან  შეუერთდა.