სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, დედის დღე, 3 მარტს მოვლენილი ახალშობილების დედებს, კლინიკა ,, სენამედში" მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

,,გაზაფხულის შემობრძანებას და დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო დედებო.

ეს დღე მინდა მივულოცო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს, მეუღლეებს, ჩვენს უხუცესებს, სენაკის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მანდილოსნებს, ჩვენს ქალაქში მცხოვრებ დევნილ ქალბატონებს.

დღეგრძელობას, ჯანის სიმრთელესა და ბედნიერებას გისურვებთ" - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.