სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ გაფართოებული თათბირი ჩაატარა.
თათბირს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომდგენლები და ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

დავით ბახტაძემ ა(ა)იპ ორგანიზაციებს თხოვა მაქსიმალურად ჩაერთონ ბიუჯეტის დაგეგმარების პროცესში და გაითვალისწინონ ყველა ის ხარჯი, რომელიც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წარმატებით მუშაობისთვის. 


ახალი სასწავლო წლისთვის მერმა დააანონსა  უახლესი სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზისა და იანეთის საბავშვო ბაგა-ბაღის გასნა.
თათბირზე განხილული იქნა მიმდინარე და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. 


მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსმა, ლევან ახობაძემ, წარმოადგინა შვიდი თვის სოციალური და  ჯანდაცვის პროგრამების შესრულების შესახებ ანგარიში.