ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე, ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე, მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებები იმართება.
საფესტივალო პროგრამით მოეწყო იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა, საგამოფენო, საბავშვო-გასართობი და კვების სივრცეები, ჩატარდა მასტერკლასები პურის ცხობაში, ფელამუშის და ჩურჩხელის მომზადებაში. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ექსპოზიცია "8000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია". ფესტივალი დღის ბოლოს კონცერტით დასრულდება.