რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან.
პროექტის ფარგლებში, მოხისის და საყულიის სკოლებში, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო ოთახები და ადმინისტრაციული სივრცეები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.
რეაბილიტაციის დასრულების შედეგად ორივე სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შეიქმნება უსაფრთხოდა კეთილმოწყობილი გარემო.




