შრომისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მოსახლეობას გადაადგილების მხრივ არანაირი პრობლემა არ ექნებათ.

სამუშაოები ასევე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებში: მერია, კონჭკათი, ბაილეთი, სილაური, ნაგომარი, ძიმითი და ჯუმათი.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, ოზურგეთის მერის მოადგილე, ნიკა ბოლქვაძე საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.