მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
ახალი საბავშვო ბაღი, Design-Build მეთოდით 75 ბავშვზე იქნება გათვლილი; მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები და სველი წერტილები; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 482 623 ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.