მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
ახალი საბავშვო ბაღი 50 ბავშვზე იქნება გათვლილი; მოეწყობა დამხმარე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე სივრცეები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კიდევ 9 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა - რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების ღირებულება, რომელიც 12 273 921 ლარს შეადგენს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.