“ქართული ოცნების” უმრავლესობამ ოზურგეთის საკრებულოში მხარი დაუჭირა და დაამტკიცა მერის ინიციატივა მრავალბინიან კორპუსებში ლიფტების განახლებასთან დაკავშირებით. “ნაციონალური მოძრაობა” წინააღმდეგი წავიდა და ლიფტების განახლებას მხარი არ დაუჭირა.

უმრავლესობის წევრების შეფასებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ოზურგეთის საკრებულოში კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ანტისაზოგადოებრივი პარტიაა, რომელიც საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ მუშაობს.