ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან, მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.


საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1 000 ლარს მიიღებენ

მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 გარდაცვლილი და უგზოუკვლოდ დაკარგულია.