სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კულტურის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.


შეხვედრის მონაწილეებს  ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ  სახელმწიფო ენის დღე მიულოცა და ქართული ენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ღონისძიების მონაწილეებს, ასევე  დედაენის დღე მიულოცეს საქართველოს პარლამენტის წევრმა  ანზორ ბოლქვაძემ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა  ფრიდონ ფუტკარაძემ და   თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.