ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობით, ოსიაურში „ბატონის ბაღის“ მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.
„აქცია, კამპანია, „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ ფარგლებში განხორციელდა და გარემოსდაცვითი მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ დააბინძურონ გარემო და იზრუნონ ეკოლოგიაზე,“ - აღნიშნა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
დასუფთავების აქცია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, სადაც 135-მდე ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოში აქციის მხარდამჭერები არიან:საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.“ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“(KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“.