ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში „მუზეუმში დაცული ქართული პეიზაჟის ნიმუშების“ გამოფენა გაიხსნა.

ღონისძიებას უძღვებოდა მუზეუმის ხელმძღვანელი თამაზ ლაცაბიძე.
გამოფენაზე წარმოდგენილია ალ. ციმაკურიძის, ი. მამალაძის, შ. მამალაძის, ლ. ძაძამიძის, ზ. გაბუნიას, ვ. ნოზაძის, გ. მაისურაძის, ნ. ლაპაჩის, გ.სამსონიძის, გ. ბლიაძის ნამუშევრები
გამოფენას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე, კულტურის სამსახურის წარმომადგენლები, ხელოვნების მოყვარულები.
გამოფენა მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ერთი თვის განმავლობაში დარჩება და ყველა მსურველს ექნება დათვალიერების შესაძლებლობა.