26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, მოადგილე, დავით დევდარიანთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს წარმომადგენელთან, ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად , საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ხარაგაულის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წევრებმა პატივი მიაგეს თავისუფლებისთვის მებრძოლთა ხსოვნას. 1989 წელს სწორედ ხარაგაულთან მდებარე სოფელ ბორითთან, ტრაგიკულად დასრულდა მერაბ კოდტავას, როგორც ეროვნული გმირის სიცოცხლე, მაგრამ არა მისი ბრძოლა. „ის იყო განსაკუთრებული მაგალითი იმისა, როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა – უშიშრად, უკომპრომისოდ და მთელი არსებით. მერაბ კოსტავა თავისი დაუღალავი ბრძოლით გვასწავლის, რომ თავისუფლება მუდმივი ბრძოლაა. ჩვენი ვალდებულებაა, ეს მუხტი თაობებს გადავცეთ და არასდროს დავკარგოთ ის სულისკვეთება, რომელიც მან დაგვიტოვა” - აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.