სავარაუდო გაუპატიურების ბრალდებით სამართალდამცველებმა 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს, მას ბრალად ედება 14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.

კიდევ ერთი მამაკაცია დაკავებული იგივე ბრალდებით. მას 12 წლის გერის სავარაუდო გაუპატიურებაში ედება ბრალი.

ორივე საქმეზე ბარალდებულები დაკავებულები არიან. ,,აიპრესი,, დამატებით დეტალებს არკვევს. 
ცნობისათვის, კახეთში, რამდენიმე დღის წინ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდა.