წინასაშობაო კონცერტი მშობლიურ სამტრედიაში და კიდევ ერთი ბედნიერი ოჯახი, რომელსაც კახა კალაძემ სახლი აჩუქა.

წინასაშობაო კონცერტი მშობლიურ სამტრედიაში და კიდევ ერთი ბედნიერი ოჯახი, რომელსაც კახა კალაძემ სახლი აჩუქა.

სამტრედიაში მცხოვრები ჭაფოძეების ოჯახისთვის უსახლკაროდ ცხოვრების ოცი წელი დასრულდა. თავის დროზე ოჯახმა ერთადერთი ქონება მკურნალობის მიზნით გაყიდა. მას შემდეგ იყო ხან ქირით, ხან ახლობლებთან ცხოვრების რთული წლები. დღეიდან ისინი მშობლიურ ქალაქში მდებარე სახლში იცხოვრებენ, რომელიც კახა კალაძემ საჩუქრად გადასცა.

"ემოციები და მადლიერება უსაზღვროა, ყველას ისეთივე ბედნიერ შობას გისურვებთ, როგორიც ჩემს ოჯახს ექნება",- ასე დაგვლოცა ოჯახის დიასახლისმა, ქალბატონმა მაიამ.

სიკეთე გადამდები აღმოჩნდა ბიზნესმენ ლევან თარგამაძისთვის, რომელმაც დღეს მამა ექვთიმეს (ჩაჩუა) 7  შვილიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი გაასცა. 


კახი კალაძე: ,,მინდა ყველა სამტრედიელს მივულოცო შობა-ახალი წელი. მშვიდობიან და  ბედნიერ საქართველოში ცხოვრება მინდა გისურვოთ. მიხარია, რომ ჩემს სამტრედიაში ბევრი სასიკეთო ცვლილებაა და ეს ბატონ დავით ბახტაძის დამსახურებაა. დღეს კიდევ ერთი ოჯახი გვინდა გავახაროთ და სახლი ვაჩუქოთ."


,,უღრმესი მადლობა ბატონ კახი კალაძეს და დავით ბახტაძეს, რომლებმაც ჩემს ოჯახს უჩვეულოდ ბედნიერი შობა გაუთქნეს. სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერების გამოსახატად, " განაცხადა მაია პატარიძე-ჭაფოძემ.