გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა. 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









