ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და ისაუბრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის შესახებ.

„ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გრძელდება სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებიც, რომლის ფარგლებშიც: სტიქიის შედეგად დაზიანებული 10 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციას ვაკეთებთ (ეს ბინები მდებარეობს რუსთაველის N6, უნივერსიტეტის N2, აღმაშენებლის N2, მეცნიერების ქუჩა #21, ჯორჯიაშვილის #1, #12, #14  და ნიკოლაძის N52, N54, N50). შესაბამისი ტენდერი მალე გამოცხადდება, რისთვისაც ჯამში, 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ტენდერი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს დაბა ნასაკირალში, ე.წ. ჩაის ფაბრიკისა და ცენტრში მდებარე 2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.