გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ქალაქ ფოთში, მოქალაქეს, კუთვნილ შენობა-ნაგებობაში განთავსებულ დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროში ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები ჰქონდა დამონტაჟებული.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.