საქართველოში კინგსის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული ფოთის მესამე საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლე, ლილე გასვიანი გახდა. პედაგოგი მარინა ბულია.

მან მათემატიკისა და ინგლისური ენის ტურებში მიიღო მონაწილეობა.

ამ გამარჯვებით ლილე გასვიანმა ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში, ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად სრული დაფინანსებით გაემგზავრა.

ლილემ ფინალურ ტურშიც წარმატებას მიაღწია და მეორე ადგილი დაიკავა.