მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში, ამჯერად დედოფლისწყაროში მოხდა. ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი რკინის მესერს შეეჯახა, რის შედეგადაც 33 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ორი მგზავრი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მედიკოსებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.