ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ამაღლებისა და სამების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და ჯამურმა ღირებულებამ 337 883 ლარი შეადგინა. პროექტი გარდამავალი იყო: გასულ წელს ასფალტის საფარი დაიგო გზის 900-მეტრიან მონაკვეთზე, წელს კი რეაბილიტირდა 400-მეტრიანი მონაკვეთი.
სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.