ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგედიით დასრულდა, ავტომობილის შეჯახებას, სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ეზოში ველოსიპედით თამაშობდა. მას ავტომანქანა, სწორედ ამ დროს დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.